კლუბის სამუშაო გეგმა


კლუბ “ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“-ს სამუშაო გეგმა


თარიღი
განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი
აქტივობის მოკლე აღწერა
1
3.10.2018
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა
კლუბის მისიის, მიზნების, ამოცანების გაცნობა, მოლოდინების განსაზღვრა
2
10.10.2018
კლუბის ლიდერის არჩევა, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
კანდიდატების წარდგენა, არჩევნების ჩატარება. გეგმის შემუშავება კლუბის წევრების მონაწილეობით.
3
17.10.2018
 დისკუსია „რატომ გვჭირდება მათემატიკა?“
მათემატიკის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამების გაცნობა
მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას , საჭიროა თუ არა მათემატიკის ცოდნა. მოისმენენ მათემატიკის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს
4
24.10.2018
31.10.2018
7.11.2018
ზეპირი ანგარიშის ჩვევის განვითარება
მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა მათემატიკური ოპერაციის სწრაფად და მარტივად შესრულებას.
5
14.11.2018
სახალისო ამოცანების ამოხსნა
მოსწავლეები ამოხსნიან მოძიებულ სახალისო ამოცანებს
6
21.11.2018
ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
მოსწავლეები ლოგიკური მსჯელობის გზით ამოხსნიან ამოცანებს
7
28.11.2018
ურთიერთდახმარების დღე
მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებსა და ჯგუფებში, სადაც ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ მათთვის გაუგებარი და ძნელი საკითხების შესწავლაში
8
5.12.2018
12.12.2018
სხვადასხვა თემაზე ინფორმაციის მოძიება მოსწავლეების მიერ და პრეზენტაცია
კლუბის კურატორის მითითებით მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დასახელებულ თემაზე და გააკეთებენ პრეზენტაციას
9
19.12.2018
26.12.2018
საახალწლო დეკორაციების დამზადება გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით
მოსწავლეები ფერადი ქაღალდების, წებოს, მარკერების და ა.შ. გამოყენებით დაამზადებენ საახალწლო დეკორაციებს, რომლებშიც ძირითადად გამოყენებული იქნება გეომეტრიული ფიგურები. აღწერენ მათ, დაასახელებენ ყველა ფიგურას, რაც გამოიყენეს.
10
16.01.2019
23.01.2019

სივრცითი ფიგურები. სივრცითი ფიგურები ჩვენს ირგვლივ. სივრცითი ფიგურები არქიტექტურაში.

მოსწავლეები მოახდენენ გეომეტრიული ფიგურების კლასიფიცირებას სხვადასხვა ნიშნით. ირგვლივ აღმოაჩენენ სივრცით ფიგურებს. ნახავენ ფილმს არქიტექტურაზე, იმსჯელებენ, სად რომელი სივრცითი ფიგურაა გამოყენებული
11
30.01.20196.02.2019

საგამოფენოდ სივრცული ფიგურებისგან კომპოზიციების შექმნა. გამოფენის მოწყობა სივრცითი ფიგურების გამოყენებით.
მოსწავლეები ჯგუფებში შექმნიან კომპოზიციებს, მოაწყობენ გამოფენას
12
13.02.201920.02.2019

მებიუსის რგოლების გაცნობა. სახალისო მათემატიკური ამოცანების ამოხსნა
კლუბის კურატორი გააცნობს კლუბის წევრებს მებიუსის რგოლებს, შემდეგ კი მოსწავლეები ამოხსნიან სახალისო ამოცანებს
13
27.02.2019
6.03.2019
მისალოცი ბარათების და სხვადასხვა კომპოზიციების შექმნა დედის და ქალთა დღესთან დაკავშირებით, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით.
მოსწავლეები ინდივიდუალურად შექმნიან კომპოზიციებს გეომეტრიული ფიგურების,ფერადი ქაღალდების, წებოს, მარკერების გამოყენებით.
14
13.03.2019
რომაული რიცხვები. თავსატეხების ამოხსნა რომაულ რიცხვებზე
მოსწავლეები გაიხსენებენ თვლის პოზიციურ და არაპოზიციურ სისტემებს,კლუბის კურატორი სლაიდშოუს გამოყენებით გააცნობს, როგორწარმოიშვა რომაული რიცხვები,შემდეგ შესთავაზებს თავსატეხებს
15
20.03.2019
27.03.2019
მზადება მათემატიკური ვიქტორინისთვის
მეცადინეობა სხვადასხვა ტიპის ამოცანების ამოხსნაში
16
3.04.2019

მათემატიკური ვიქტორინა
(პირველი ტური)
მათემატიკური ვიქტორინას წარმართავს და გამოავლენს 6 ფინალისტს კლუბის კურატორი. ყველა მონაწილეს გადასცემს მონაწილეობის სერთიფიკატს.
17
10.04.2019
მათემატიკური ვიქტორინა (ფინალი)
მათემატიკური ვიქტორინის ფინალს წარმართავს კლუბის კურატორი, გამარჯვებულ სამეულს გადასცემს სიგელს
18
17.04.2019
24.04.2019
ზომის სტანდარტული და არასტანდარტული ერთეულები. ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია
მოსწავლეები ჯგუფებში მოიძიებენ ინფორმაციას  სტანდარტული და არასტანდარტული ზომის ერთეულების შესახებ. გააკეთებენ პრეზენტაციას. 
19
1.05.2019
ურთიერთდახმარების დღე
მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებსა და ჯგუფებში, სადაც ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ მათთვის გაუგებარი და ძნელი საკითხების შესწავლაში
20
8.05.2019
მათემატიკური თამაში „საყიდლებზე“
ჯგუფებს დავალებული ექნებათ სხვადასხვა სახის პროდუქტის ყიდვა, რომელსაც იყიდიან ქაღალდისგან გამოჭრილი ფულით. თანხების დაანგარიშებისას გამოიყენებენ ათწილადეზე მოქმედებებს, გააკეთებენ პრეზენტაციას
21
15.05.2019
სურათებით მოცემული ამოცანების ამოხსნა. ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
კლუბის წევრები ამოხსნიან და თვითონაც შეადგენენ ლოგიკურ ამოცანებს, სურათებით მოცემულ ამოცანებს
22
22.05.2019
კროსვორდების ამოხსნა და შედგენა
კლუბის კურატორი შესთავაზებს მოსწავლეებს კროსვორდებს, შემდეგ კი ჯგუფებში მოსწავლეები თვითონ შეადგენენ კროსვორდს, რომელიც დაკავშირებული იქნება მათემატიკასთან
23
29.05.2019
კლუბის მუშაობის შეჯამება-შეფასება
კლუბის წევრები შეაჯამებენ წლის განმავლობაში კლუბის მუშაობას, გააკეთებენ ურთიერთშეფასებას და თვითშეფასებას

No comments:

Post a Comment